„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისისკენ სპეცრაზმი დაიძრას.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, რაზეც ჩვენი ერთობლივი პასუხი არის სიტყვები ფსალმუნიდან – ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ველოდით მათ.
მოვლენ დავხდებით, არც ნიკა, არც სხვა, არცერთი ჩვენთაგანი მათ არ დანებდება, ჩვენ ვიქნებით მტკიცედ, ჩვენ გავუწევთ პროპრციულ წინააღმდეგობას“, – ამბობს გიგი უგულავა.











