საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატებისა და 2021-2024 სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ორდღიანი განხილვა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მხარდაჭერით დასრულდა.
20 თებერვლის შემდეგ, თემატურ ბლოკებად დაყოფილმა კომიტეტებმა მინისტრობის 11 კანდიდატს მოუსმინა.
გუშინ, დღის პირველ ნახევარში, მინისტრობის კანდიდატებს ჯერ ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა ერთობლივი სხდომაზე მოუსმინეს, შემდეგ – საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების სხდომაზე.
დღეს კი, 6 მინისტრს ორ გაერთიანებულ სხდომაზე უსმენდნენ.
ხვალ კი პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური ჯგუფების ფარგლებში მოუსმენენ.











