ნიდერლანდებში კომენდანტის საათი 3 კვირით გახანგძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ნიდერლანდებში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 04:30 საათამდე მოქმედებს.
ქვეყანაში სკოლები 1 მარტს, 3 მარტს კი სალონები გაიხსნება.
პანდემიის დაწყებიდან ნიდერლანდებში კორონავირუსის 1,064,598 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 15,343 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.










