ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო pfizer-ის ვაქცინას მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს.
მისივე თქმით, pfizer-მა ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით ახალი პირობები წარმოადგინა, რის გამოც ვაქცინის მიღება გადავადდა და თებერვლის ბოლოს მისი შემოტანა ვერ მოხერხდა.
“ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები pfizer-ის ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით, შედგება covax-ის pfizer-ისა და საქართველოს მხარის მონაწილეობით, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და უკვე გვეცოდინება, როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 დოზას, რას covax-ის პლატფორმის მეშვეობით საქართველომ უნდა მიიღოს პირველ კვარტალში. ამ დოზას ჩვენ ველოდებოდით თებერვლის ბოლოსთვის, თუმცა pfizer-ის მიერ დაყენებული ახალი პირობების მიხედვით, ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება მოხდა. მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, რომ მარტის პირველ ორ კვირაში რეალურად მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით pfizer-ისგან”, – განაცხადა თამარ გაბუნია.











