ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების პრევენციისა და „კატასტროფის“ თავიდან ასაცილებლად, შეზღუდვების გამკაცრებაა საჭირო.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„ჯოჯოხეთური დღეები გველოდება“,- განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კოვიდის 1,184,352 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 19,682 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,037,430-ს შეადგენს.











