fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

​როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში – დავით ზალკალიანი

01:30 თებერვალი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
920
ნახვა

საქართველო სრულიად მარტო აღმოჩნდა უდიდესი რეპრესიული სახელმწიფოს წინაშე, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი და თითქმის ერთი საუკუნით დააცილა ევროპას. თუმცა მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი დასავლური ღირებულებების ერთგული დარჩა და მთელი ამ წლების მანძილზე არ შეუწყვეტია სწრაფვა თავისუფლებისა და ევროპისკენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„მოსკოვი ისევ ცდილობს საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე ზეწოლის მოხდენას და აგრძელებს ახალი სახის ბერლინის კედლით – მავთულხლართებით ჩვენი მოსახლეობის დაყოფას.
თუმცა, როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში და ურყევად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. დღესაც, როგორც ასი წლის წინ, საქართველოსთვის გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის როლი კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებაში.
ოკუპაციის 100 წლისა და საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.
განსაკუთრებული წარმატება გვაქვს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.
გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველო განუხრელად აგრძელებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებასა და განვითარებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანმიმდევრული ქმედებებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან დეოკუპაციას და საქართველო საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთო ევროპულ ოჯახში“, – წერს დავით ზალკალიანი.

თეგები: დავით ზალკალიანისაბჭოთა ოკუპაციის დღე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2021
842
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

სექტემბერი 24, 2021
780
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

სექტემბერი 24, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია