ფინეთში 8 მარტიდან სამკვირიანი ლოქდაუნი დაწესდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ფინეთის პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და ჰოსპიტლიზაციის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან ფინეთში კორონავირუსის 55,687 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 740 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 40,000-ს შეადგენს.











