აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბენ სალმანმა პირადად გასცა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის ბრძანება. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ანგარიშშია ნათქვამი.
„ჩვენი შეფასებით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბენ სალმანმა ნებართვა გასცა სტამბულში ოპერაციის ჩატარებაზე, რომლის ფარგლებში ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოღი უნდა დაეჭირათ, ან მოეკლათ“ – წერია დოკუმენტში.
ამერიკის დაზვერვის ვარაუდით, მსგავსი ქმედება ვერ განხორციელდებოდა მისი ნებართვის გარეშე. ამ ვარაუდს უწყება გამოთქვამს სალმანის დიდი გავლენების საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთში ნებისმიერი საკითხი მისი კონტროლით წყდება.
ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. ის საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა.











