პოლონეთში ავარიის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. ერთ-ერთი გარდაცვლილი სენაკელი, 27 წლის ირაკლი ძველაიაა.
მეგობრების ინფორმაციით, იგი პოლონეთში სამუშაოდ გასული წლის დეკემბერში წავიდა. მასთან ერთად ავარიაში დაიღუპა ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ხონიდან იყო.
ახლობლების ინფორმაციით, ოჯახი არ აქვს ინფორმაცია, თუ როდის მოხდება შვილის ცხედრის გადმოსვენება საქართველოში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ საელჩო საქმის კურსშია და მიმდინარეობს შესაბამისი საბუთების მომზადება.
ავტორი: თეა შონია











