კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,44 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.9 %.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.











