დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინა აუცილებლად შემოვა. ამის შესაებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ძალიან გთხოვთ ქვეყანაში ამ საკითხს ნუ გაუწევთ ასეთ აჟიტირებას, ქვეყანაში ვაქცინა შემოვა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ვაქცინა ,რომელიც საქართველოში შემოვა, იყოს ავტორიზირებული. ასევე გვიან გაზაფხულზე და ადრეულ ზაფხულში რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინა მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას, რომელზეც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











