ავღანეთში ტელევიზიის სამი თანამშრომელი ქალი მოკლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილთა ასაკი 18-20 წელია. როგორც სამართალდამცველები ყვებიან, ახალგაზრდა ქალები ორი სხვადასხვა, მაგრამ კოორდინირებული მკვლელობის სამიზნეები გახდნენ. კიდევ ერთი დაჭრილი ქალი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციის ცნობით, მათ უკვე დააკავეს ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც აცხადებს, რომ ის მოძრაობა „თალიბანს“ წარმოადგენს.











