კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება აუცილებელია. ჩვენ ყველამ ერთად, ამ მიმართულებით უნდა ვიზრუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა
„მოგეხსენებათ, ჩვენ შევამსუბუქეთ აღნიშნული შეზღუდვები. ეს ყველა ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას ეკონომიკა. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვითარება გაუარესდება ჩვენ ისევ გავხდებით იძულებულები, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ, ამის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, რომ ეს ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.











