რაც დრო გადის, პლებისციტის იდეა კიდევ უფრო კარგავს აზრს, პლებისციტი მაშინ იყო შეთანხმების საგანი, როდესაც ჩვენ ამას ვთავაზობდით ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინ. ჩვენი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„ნიკა მელიას გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი, რომ დაიწყოს მოლაპარაკებებს პროცესი. მოლაპარაკების მაგიდასთან რომ დავსხდეთ, ამისთვის გარკვეული წინაპირობები უნდა შესრულდეს, თუ არ შესრულდა, მოლაპარაკებებსაც აზრი არ ექნება. მკვეთრი ნაბიჯები იქნება იმ შემთვევაში, თუ მოლაპარაკებები არ შედგა და ხელისუფლება დარჩა იმ პოზიციაზე, რომელზეც ახლა იმყოფება. რაც დრო გადის, პლებისციტის იდეა კიდევ უფრო კარგავს აზრს, პლებისციტი მაშინ იყო შეთანხმების საგანი, როდესაც ჩვენ ამას ვთავაზობდით ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინ. ახლა თუ დროულად არ იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, აღარც პლებისციტს ექნება აზრი და არანაირ შემოვლით გზებს. ჩვენი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, ახალ არჩევნებამდე რა გზით მივალთ, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, მაგრამ ახალი არჩევნები რომ არ გადაიხედება, ფაქტია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობსითვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე. მისივე თქმით, აქვს იმედი, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს.











