5 მარტიდან გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, კერძოდ გურიის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილის მერია ავრცელებს.
„დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტით მოძრაობა ნოზაძის ქუჩიდან გამარჯვების ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.











