დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 31 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხდა.
„საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ფართო გავრცელება კორონავირუსის ახალ შტამს ქვეყანაში არ მიუღია. ჩვენ გვაქვს სამი კლასტერი. ამ სამი კლასტერიდან მათი ოჯახური კონტაქტია 31 და 31 შემთხვევაა დადასტურებული. ეს იყო მსუბუქი შემთხვევები, გავრცელდა ოჯახებში, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ. საქმე ის არის, რომ ბრიტანული შტამისგან ზუსტად ისე იცავს ნიღაბი და დისტანცია, როგორც სხვა შტამებისგან. ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში აფრიკული და ბრაზილიური შტამი არ დადასტურებულა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.











