ფოთში 40 წლის ვაჟა ტყებუჩავა მოკლეს. არსებული ინფორმაციით ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რაც წარსულში არსებულ დავას უკავშირდება.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: თეა შონია










