„თუკი ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის კონკრეტული საზღვარი, პოლიციელებმა კი, ამის შესახებ კარგად იციან. მათი თითოეული ნაბიჯი ჩვენ ტერიტორიაზე – პროვოკაციაა. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ თუკი დარღვევები გაგრძელდება, სამხრეთ ოსეთის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, – ამის შესახებ ერგნეთში გამართულ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ საზღვარზე მდგომარეობის განმუხტვას, რომელიც უნდა დაიწყოს იმით, რომ აქ არსებული პოსტი უნდა მოიხსნას. როგორც კი ეს მოხდება, უკვე შესაძლებელია საუბარი ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის ბედზე საუბარი“.
„ეს პოსტი ქართულ მხარეს არაფერს აძლევს. იქ არ არის გზა და თითქმის არ არის ხალხი. იქ ხდება ძალოვანების რაოდენობის ზრდა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ იქ არსებულ პოსტზე 12-დან 14-მდე ადამიანია. თუმცა, ამის პარალელურად შექმნილია რამდენიმე საყრდენი პუნქტი, რომელთაგან, მინიმუმ ერთი, ჩვენ ტერიტორიაზეა, დანარჩენები კი უშუალოდ საზღვრის სიახლოვეს“, – განაცხადა კოჩიევმა.








