სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ ასადი და მისი მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ კოვიდის სუსტი სიმპტომები აღენიშნებათ. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი და მისი მეუღლე იზოლაციაში გადავიდნენ და მუშაობას სახლიდან გააგრძელებენ.
ცნობისთვის, სირიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 15,981 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 1,063 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10,374-ს შეადგენს.











