„სანამ ოპოზიცია იმაზე მსჯელობს, ღარიბაშვილთან დავსხდეთ თუ არა სასაუბროდ, მე მიმაჩნია, რომ სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი არ შეიძლება“,- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
როგორც ჭიჭინაძე ამბობს, მოლაპარაკების მაგიდასთან პირველ რიგში ნიკა მელია უნდა იჯდეს.
„სხვა შემთხვევაში ეს იქნება შერჩენა და მორიგი გაუაზრებელი კომპრომისი. მითუმეტეს, ოპოზიცია უკვე იმდენჯერ წავიდა კომპრომისზე, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის დაუსჯელობის სინდრომი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. თუმცა „ქართულმა ოცნებამ იმდენად ამოწურა როგორც ფინანსური, ისე მატერიალური რესურსი, ოპოზიცია საერთოდ რომ არ არსებობდეს, „ოცნება“ ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩება, მათ საქართველოს მოსახლეობისთვის შესათავაზებელიც კი აღარაფერი აქვთ“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.











