შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი აკრიტიკებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკას კლიმატის მიმართულებით.
არჩევნებამდე ის ამერიკელებს ბაიდენის არჩევისკენ მოუწოდებდა.
ახლა კი, ტელეარხ MSNBC-სთან ინტერვიუში მას ახალი პრეზიდენტის ნაბიჯების შეფასება სთხოვეს ეკოლოგიურ პრობლემებზე.
„თქვენ უნდა მიმართოთ მეცნიერებას და ნახოთ, შეესაბამება თუ არა მისი პოლიტიკა პარიზის შეთანხმებას… მაშინ ნათლად დაინახავთ, რომ ეს არ არის საკმარისი, ის არ შეესაბამება მეცნიერებას“ – აცხადებს ეკოაქტივისტი.









