ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილი საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ვრცელდება კადრები, თუ როგორ გამოჰყავთ სასამართლოდან ბრალდებულები. კადრებს „ფორმულა“ ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, რომ ბრალდებულები მოსამართლე ბიძინა სტურუას აგინებენ. მათი მხრიდან გინება ისმის გურამ ამირხანაშვილის მისამართითაც.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე ბიძინა სტურუამ განაჩენი რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, სასამართლო დარბაზში ჩიქოვანმა დედას მიმართა და უთხრა, რომ არაფერზე ინერვიულოს. მოსამართლის მიმართ არაკორექტული რეპლიკების გამო კი ის დარბაზიდან გაიყვანეს.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე 3 დაკავებულის მიმართ განაჩენი მოსამართლე ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.
არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ორი ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.











