fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით IDFI-მ სასამართლოს მიმართა

19:41 მარტი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.5k
ნახვა

IDFI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

სარჩელი ორგანიზაციამ სასამართლოში 2021 წლის 5 მარტს შეიტანა. ამავე საკითხზე, IDFI უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს.

„3 თვეზე მეტია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში და ერთნაირი სიმკაცრით მოქმედება კომენდანტის საათი. სახელმწიფოს 7 ყველაზე დიდ ქალაქში კი კომენდანტის საათის მოქმედება 4 თვეს აღემატება.

მართალია, საქართველოს პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცა მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობა, თუმცა მთავრობა, ცხადია, არ სარგებლობს აბსოლუტური თავისუფლებით და შეზღუდულია პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნებით. კერძოდ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-3 პუნქტი საქართველოს მთავრობას ავალდებულებს მიმოსვლის თავისუფლება არ შეზღუდოს იმაზე მეტად, ვიდრე ამას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს.

კომენდანტის საათის დაწესების შემდგომ საქართველოში ეპიდემიური თვალსაზრისით მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. საქართველოს მთავრობამ გააუქმა ან შეამსუბუქა თითქმის ყველა შემზღუდავი ღონისძიება გარდა კომენდანტის საათისა. კომენდანტის საათი არ არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ორდინარული ღონისძიება. მისი ეფექტები არსებით ზიანს აყენებს სხვა კონსტიტუციური უფლებებით დაცულ სფეროებს. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლებას, პროფესიული საქმიანობის განხორციელებას, ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, პირად ცხოვრებას. იშვიათი გამონაკლისების გარდა, კომენდანტის საათის ეფექტები ინტენსიურად ზღუდავს თითქმის ყველა კონსტიტუციურ უფლებას. სწორედ ამიტომ, როგორც აღინიშნა, კომენდანტის საათის გამოყენებისას სახელმწიფო თავისუფალი მოქმედების ფარგლები პირობადადებულია ამ ღონისძიების გამოყენების მკაცრი საჭიროებით“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, კომენდანტის საათის გავრცელება გამოხატვის თავისუფლების რეალიზების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე (შეკრებებსა და მანიფესტაციებზე)

„ნორმატიულ დონეზე საქართველოში ყველა სხვა შეზღუდვა შემსუბუქდა. სრულად აღსდგა ტრანსპორტი, სარესტორნო ბიზნესს ეძლევა დახურულ სივრცეში საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, შესაძლებელი იქნება ტრენინგების და სხვა მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვა ჩატარება და ა.შ. სხვაგვარად, პანდემიის შემსუბუქებასთან ერთად ბალანსდება ყველა სხვა შეზღუდვა. ფაქტობრივად, ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც ცვლილება არ შეხებია არის კომენდანტის საათი.

დღეს, როგორც ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას აცნობა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება კომენდანტის საათის გაუქმება. არგუმენტი ისაა, რომ ყველა ტიპის შეზღუდვის ერთდროულად შემსუბუქება არასასურველია. ამგვარი დამოკიდებულება ცხადად მიუთითებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ/ვერ იაზრებს კომენდანტის საათიდან მომდინარე უფლების შეზღუდვის სიმწვავეს და მას არ იყენებს, როგორც უკიდურესად აუცილებელ ღონისძიებას. ასეთი მიდგომით, კომენდანტის საათი უწყვეტად შეიძლება გაგრძელდეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ვაქცინაციამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში კომენდანტის საათის პირობებში ცხოვრების დაშვება, თავისთავად მიუთითებს ამ ღონისძიების არაპროპორციული გამოყენების თაობაზე.

არსებით ყურადღებას იმსახურებს, კომენდანტის საათის სიმკაცრე. კერძოდ, კომენდანტის საათის განმავლობაში არ არსებობს საგამონაკლისო ნორმატიული კრიტერიუმი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ღონისძიების მასშტაბურობით გამოწვეული ეფექტების შემსუბუქება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, კომენდანტის საათის გავრცელება გამოხატვის თავისუფლების რეალიზების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე (შეკრებებსა და მანიფესტაციებზე).

აქედან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მიმოსვლის თავისუფლებას ზღუდავს არაპროპორციულად, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. ამავე საკითხზე, IDFI უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

თეგები: IDFIკომენდანტის საათი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

პორტუგალიაში ვირუსის „დელტა“ ვარიანტის გავცრელების გამო ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა

ივლისი 2, 2021
803
მთავარი ამბავი

დღეს, 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს

ივნისი 30, 2021
812
მთავარი ამბავი

30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს

ივნისი 22, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია