„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც აქტივისტები აქციას მართავდნენ, ოთხი პირი დააკავეს.
აქტივისტები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის ავტომობილზე საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერის დაკვრას ცდილობდნენ , რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.
პროტესტის ნიშნად, აქტივისტები ბანერებით გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ.
აქტივისტები „ტვ პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შინაარს აპროტესტებენ. პროსტეტის პარალელურად „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ კომენტარები კეთდებოდა.











