„ბოლო 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს“, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„საქართველო ახლა კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღის, ალბათ, საწყის სტადიაზეა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ერთადერთი შესაძლებლობა ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაც შეიძლება სწრაფი ზრდაა“, – აცხადებს პროფესორი.











