fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

300-ზე მეტი მოსამართლის ხელმოწერით განცხადება ვრცელდება

16:02 June 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
801
ნახვა

 

საერთო სასამართლოების 310-ზე მეტი მოსამართლე საერთო მიმართვას ავრცელებს, რომლითაც ისინი აპროტესტებენ, მათი თქმით, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა არხით და ფორმით წარმოებულ დეზინფორმაციის კამპანიას, მიმართულს სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. ასევე სხვადასხვა სუბიექტის ქმედებებსა და საჯარო განცხადებებს, რომლებსაც მოსამართლეები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვად აღიქვამენ.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართვა

„სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან და მათი მხრიდან რაიმე ტიპის პოლიტიკური ზეგავლენისგან, ისე ნებისმიერი არაჯანსაღი ზემოქმედებისგან, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტებისგან შეიძლება მომდინარეობდეს.

ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, წარიმართება პოლიტიკურად მოტივირებული, უაღრესად არაჯანსაღი პროცესები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.

ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს.

სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. დამოუკიდებელი სასამართლო კი, ნიშნავს უკეთ დაცულ ადამიანის უფლებებს, უკეთ უზრუნველყოფილ სამართლის უზენაესობას და მეტად განმტკიცებულ სამართლებრივ სახელმწიფოს.

მართლმსაჯულების სფეროში მიღწეულ ფუნდამენტურ პროგრესს ცხადყოფს გასული წლების სასამართლო სტატისტიკა და საერთაშორისო რეიტინგები, კერძოდ:

მაგალითისათვის, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში 15-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი; 82 პროცენტიდან 51 პროცენტამდე შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 48 პროცენტიდან 75 პროცენტამდე გაიზარდა კერძო პირთა სასარგებლოდ გადაწყვეტილი საგადასახადო დავების მაჩვენებელი; 17 პროცენტიდან 5 პროცენტამდე შემცირდა სახდელდადებულ პირთათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; მკვეთრად (რამდენჯერმე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა და ა.შ.;

IPSOS France-ის, Amicus Curiae-ს და პროფესორ იან ვან დაიკის მიერ 2018 წლის მიწურულს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოიკვეთა სასამართლო რეფორმების სამივე ეტაპის შედეგების საზოგადოებრივი აღქმის დადებითი ტენდენციები. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 51 პროცენტმა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი დადებითად შეაფასა, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ევრობარომეტრის 2018 წლის კვლევის საშუალო მონაცემს (52%) შეესატყვისება და ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში (ხორვატია, სლოვენია, ბულგარეთი და სხვ.) გამოვლენილ შედეგებს (23-30%) მნიშვნელოვნად აღემატება. აღსანიშნავია, რომ კვლევის გამოქვეყნების მომენტში, IPSOS France მსოფლიოს საუკეთესო კვლევითი ორგანიზაციების სამეულში შედიოდა;

2021 წლის მარტში გამოქვეყნდა ,,ჰერითიჯის ფონდის“ კვლევა, რომლის თანახმად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს და „უმეტესად თავისუფალ“ ქვეყნებს შორის მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველო ევროპის რეგიონში 45 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა;

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი კონტრაქტის აღსრულებისა და სასამართლო პროცესის ხარისხის ინდექსში დადებითმა შეფასებამ შეასრულა;

აღსანიშნავია, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ყველაზე აქტიური შეტევის ფონზე, ამა წლის ივნისში კემბრიჯის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის (რომელშიც შედიოდნენ გაეროს ინიციატივით დაფუძნებული კვლევითი ორგანიზცია ,,Sustainable Development Solutions Network”-ის ექპერტებიც) მიერ მომზადებული 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგი, რომლის თანახმად საქართველო მართლმსაჯულებაზე წვდომის თვალსაზრისით ევროპის ქვეყნების ოცეულში შევიდა.

მიუხედავად აღნიშნული მიღწევებისა, სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული, მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია, რომელშიც ჩართული არიან ცალკეული პოლიტიკური პარტიები, მათი გავლენის ქვეშ მოქმედი მედიასაშუალებები და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კამპანია წარმოებს საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით, მათ შორის სასამართლოს წინააღმდეგ ხელოვნური იარლიყების გამოგონებით.

ვხედავთ მცდელობას, მოხდეს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია ისეთი ფორმებით (სატელევიზიო კლიპებისა და ფილმების ჩათვლით), რომელთა სასამართლოს წინააღმდეგ გამოყენება ყოვლად გაუგონარი მოვლენაა და გონივრულობისა და ეთიკურობის ყოველგვარ ზღვარს სცდება. არც ერთი ეს კამპანია არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას, რომ, სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების რეალიზების თვალსაზრისით, საქართველოში რაიმე სისტემური პრობლემა არსებობს.

ჩვენ, მოსამართლეები, მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი ჯანსაღი კრიტიკა და შენიშვნები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების შემდგომ გაძლიერებასა და გაჯანსაღებას ისახავს მიზნად. თუმცა, არავის აქვს უფლება, ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპი, სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ორგანოებს შეუზღუდოს კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელება. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას ნიშნავს, რისი მნიშვნელობაც, ჩვენ, მოსამართლეებს ყველაზე უკეთ გვესმის.

ამდენად, მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა და ჩაერთონ ჯანსაღ დისკუსიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად“, – წერია განცხადებაში.

თეგები: იუსტიციის უმაღლესი საბჭომოსამართლეები

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს – შარლ მიშელი

July 19, 2021
780
სამართალი

დღეს რომ სასამართლო დამოუკიდებელია, ასეთი ადრე არ იყო – მოსამართლეობის კანდიდატი

July 8, 2021
779
პოლიტიკა

“ოცნებისგან“ მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ გაცილებით დაშაქრულ კითხვებს ველოდებოდი – ალეკო ელისაშვილი

July 8, 2021
831

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია