fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი შოთაძე განცხადებას ავრცელებს

13:52 May 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “პრაიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მსურს გამოვეხმაურო ზოგიერთ მასმედიის საშუალებებში გასულ განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციას ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არცერთ ამ მედიასაშუალებას დამახინჯებული ფაქტის ანონსში გასვლამდე არ ჰქონია მცდელობა დამკავშირებოდა მე ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და სიუჟეტში გასული ინფორმაციის რეალობა გადაემოწმებინა, მხოლოდ გადაცემის ეთერში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე დაუკავშირდნენ პროკურატურის პრესსამსახურს, რაც ცალსახად უსვამს ხაზს მათ არაობიექტურობას, ინფორმაციის ცალმხრივად და სუბიექტურად გაშუქების მოტივაციას, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამდებობის პირის დეკლარაციაში, რომელიც საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია, საკმაოდ დეტალურად და გასაგებად მაქვს აღწერილი ინფორმაცია ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების თაობაზე, მასმედიის საშუალებებმა მაინც განზრახ დამახინჯებულად გაავრცელეს ინფორმაცია, რაც მიზანმიმართული ორკესტრირებული ცილისმწამებლური პიარკამპანიის კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, კერძოდ საცხოვრებელ ბინას ცაგარელის ქუჩაზე. სიუჟეტში გავიდა, რომ თითქოს ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ჩემი საცხოვრებელი ბინის რემონტში დახარჯული მაქვს მილიონი ლარი, ამ შემთხვევაში სიუჟეტში გასული ინფორმაციის ციტირებას მოვახდენ – “ 100 ათასი ლარზე მეტი მხოლოდ სამზარეულოში, შპალერი სპეციალური შეკვეთით ევროპიდან, ექსკლუზიური სარემონტო მასალები გენერალური პროკურორის რეზიდენციისთვის, საიდან მოიტანა მილიონი ლარი ევრორემონტისთვის”. ამავე სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციის დასადასტურებლად აჩვენეს ჩემთვის უცნობი საცხოვრებელი სახლის და არა ჩემი ბინის ინტერიერის სურათები (აქვე მივუთითებ ბმულს იმ ვებგვერდისა, საიდანაც აღებულია ეს სურათები.

როდესაც გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ მარტივია, სიუჟეტის ავტორს, არც კი უცდია რაიმეს გადამოწმება და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ამტკიცებს, რომ ინტერნეტსივრცეში არსებული ბინის ინტერიერის სურათები არის ჩემი ბინის სურათები. საცხოვრებელი ბინა ცაგარელის ქუჩაზე, სადაც მე დღესაც ვცხოვრობ, შევიძინე 2016 წელს, იმავე წელს დავიწყე რემონტი და დავამთავრე 2017 წელს, რემონტის დროს არანაირი ექსკლუზიური მასალა ევროპიდან არ ჩამომიტანია, ყველაფერი შეძენილი მაქვს ადგილობრივ ბაზარზე და რემონტის ღირებულება მითითებული მაქვს დეკლარაციაში.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დაგვიკავშირდა ამ ბინის რეალური მესაკუთრე და აღმოჩნდა, რომ არსებული ბინა მდებარეობს ცაგარელის ქუჩაზე სულ სხვა მისამართზე, როცა ჩემი რეალური საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ცაგარელის 82 ნომერში. მოვუწოდებ ხსენებული სიუჟეტის ავტორებს ან წარმოადგინონ მათ ეთერში გასული ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ან გამოიჩინონ თუნდაც მცირედი ჟურნალისტიკური ეთიკა და უარყონ მათ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთს სოფელ წავკისში, აღნიშნულ შენაძენზეც ჩემს დეკლარაციაში მაქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მითითებული, საიდანაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ ნაკვეთი შეძენილი მაქვს ძირითადად ბანკიდან აღებული იპოთეკური კრედიტით და შეძენილი მაქვს მთლიანი ნაკვეთის მხოლოდ 35 პროცენტი, კერძოდ 1305 კვ.მ, რომელშიც გადავიხადე 123 100 აშშ დოლარი. ნაკვეთის 65 პროცენტს ჰყავს სხვა მესაკუთრე, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ნათლად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია საკმაოდ ცხადად ჩანს, როგორც ჩემი დეკლარაციიდან, ისე საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, სიუჟეტის ავტორები მაინც რამოდენიმეჯერ იმეორებენ თითქოსდა ეს ნაკვეთი, სრულად მე მაქვს შეძენილი და თვითღირებულებაც სრულად მე მაქვს გადახდილი, რაც ხაზს უსვამს ამ სიუჟეტის სუბიექტურობას და სიყალბეს. ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ეს ნაკვეთები შეძენისთანავე არ გაიმიჯნა და დღევანდელი მდგომარეობითაც არ არის გაყოფილი, არის ის, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე არსებობს ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმა, შესაბამისად ახლა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული პროცედურები ამ გეგმის ცვლილებაზე, რის შემდგომაც უახლოეს მომავალში მოხდება ამ ნაკვეთების გამიჯვნა და არსებული რეალობის ასახვა საჯარო რეესტრში. ასევე, იმ კითხვის დასმა, საიდან შევიძინე ეს ნაკვეთი, არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება ამ სიუჟეტის სუბიექტურობისა, ვინაიდან ჩემი საჯარო დეკლარაციიდან ძალიან ცხადად ჩანს რა წყაროებით მაქვს შეძენილი ნაკვეთი და ეს წყარო ძირითადად არის ბანკის მრავალწლიანი იპოთეკური კრედიტი, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი გადახდილი მაქვს პირადი დანაზოგით, რაც ასევე ცხადად მაქვს ნაჩვენები დეკლარაციაში. რაც შეეხება სიუჟეტის ავტორის კიდევ ერთ აბსურდულ მოსაზრებას, რომ ვინაიდან ეს ნაკვეთი არ არის იპოთეკით დატვირთული, შესაბამისად ეს ბანკის ხელშეკრულება არის ფიქცია, განვმარტავ, რომ იპოთეკით კრედიტის სანაცვლოდ დაიტვირთა ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა ცაგარელზე, რაც ასევე მარტივად გადასამოწმებელი იყო საჯარო რეესტრის მონაცემებით, თუმცა როგორც არაერთხელ აღვნიშნე, სიუჟეტის ავტორების მიზანი არ ყოფილა სიმართლის გარკვევა, არამედ მხოლოდ ყალბი ინფორმაციის გავრცელება ჩემი დისკრედიტაციის მიზნით.

ამდენად, ვიმედოვნებ ამ სიუჟეტების შემქმნელები ამ ეტაპზე მაინც იხელმძღვანელებენ მინიმალური ჟურნალისტური სტანდარტებით და ეთიკური ნომრებით, წარმოადგენენ საჯაროდ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, თუ არა და უარყოფენ მათ მიერ გავრცელებულ, ყალბ ინფორმაციას”, – ნათქვამია შოთაძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

თეგები: ირაკლი შოთაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე „სინოფარმით“ აიცრა

May 19, 2021
813
სამართალი

ირაკლი შოთაძე საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

May 18, 2021
780
სამართალი

2020 წელს არასრულწლოვნების მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა – შოთაძე

January 12, 2021
883

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია