fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი შოთაძე საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

18:17 May 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
780
ნახვა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციაზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩევლის ერთობლივი პროგრამის ანგარიში იყო წარმოდგენილი.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მონიტორინგის შედეგების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და არაერთი მიმართულებით პროკურატურის პროგრესსა და მართლმსაჯულების პროცესის გაუმჯობესების მიზნით უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის პირობებში დისტანციური სამართალწარმოების შეუფერხებლად განხორციელების კუთხით უწყების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვაზე, სისხლის სამართალწარმოების პროცესის მაქსიმალური გაციფროვნებისა და დაცვის მხარესთან მტკიცებულებების ელექტრონულად გაცვლის უზრუნველსაყოფად პროკურატურის აქტიურ მუშაობაზე, პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორციელებულ სასწავლო აქტივობებზე ისაუბრა. მისივე თქმით, პროკურატურა აქტიურად მუშაობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიზანი მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობაა.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებულმა მონიტორინგმა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის განხორციელების პროცესში არსებული პოზიტიური ტენდენციები გამოავლინა. მონაწილეებმა საქართველოში მართლმსაჯულების პროცესის გაუმჯობესების მიზნით საჭირო პრაქტიკულ რეკომენდაციებზე, საპროცესო კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებასა და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

თეგები: ირაკლი შოთაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე „სინოფარმით“ აიცრა

May 19, 2021
814
საზოგადოება

ირაკლი შოთაძე განცხადებას ავრცელებს

May 16, 2021
1.1k
სამართალი

2020 წელს არასრულწლოვნების მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა – შოთაძე

January 12, 2021
883

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია