საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
მასთან ერთად გენერალური პროკურორის მოადგილეები და პროკურატურის სხვა თანამშრომლები აიცრნენ.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება და პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ეტაპობრივად აიცრებიან.
აცრა მათ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარეს.











