მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძეს იმედი აქვს, რომ ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას საჯარო დაპირება ჰქონდა გაცემული, რომ ის არ აპირებს ამ ოლქში დააყენოს კანდიდატი, სამწუხაროდ, არსებობს მოარული ხმები, რომ შეიძლება აქ ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატი წარმოადგინოს. ეს კი, რა თქმა უნდა, იქნება საზოგადოებრივი ინტერესის საწინააღმდეგო, საჯარო დაპირების დარღვევა და ეს იქნება განმტკიცება გაგების, რომ ოპოზიციის მთავრი სურვილია შეინარჩუნოს პოლიტიკური ოლიგოპოლია,”- ამბობს მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე.
გადაწყვეტილება, რომ დიდუბე-ჯუღურეთში იყრიდა კენჭს, ანა დოლიძემ რამდენიმე დღის წინ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
„ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21 საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21 საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა. დეტალები მოგვიანებით“, – წერს ანა დოლიძე.











