შემცირდა მხოლოდ ის, რაც ვერ შესრულდებოდა მექანიკურად – მივლინებები, რადგან ვერ წახვალ ვერსად, ვერ გაფრინდები. ბიუჯეტი არ არის მორგებული მოქალაქეთა ინტერესებზე – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ანტიკრიზისული ბიუჯეტს.
„ეს ბიუჯეტი მოიხსენიება როგორც ანტიკრიზისული და საგანგებო ბიუჯეტი, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის საგანგაშო ბიუჯეტი. ალბათ, ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა, რომ ბიუჯეტს დაფინანსების საკუთარი წყაროები აქვს მხოლოდ და მხოლოდ 46 პროცენტი. 8 მილიარდი ლარი არის ვალი და დაახლოებით 560 მილიონი ლარი არის გრანტები. ანუ ბიუჯეტის შემოსავლების 54 პროცენტი ფორმირებულია სესხებით და ნაჩუქარი სახსრებით. ეს არის უმძიმესი ბიუჯეტი თავისი ყველა პარამეტრით და მისი მაკროეკონომიკური ზემოქმედებით ლარზე, ფასებზე და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი თეთრის დახარჯვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ეს თანხები იფლანგება, დარჩა მეორეხარისხოვან, უსარგებლო, პოლიტიკურ თუ კორუფციულ ინტერესებზე მორგებული ხარჯები, შემცირდა მხოლოდ ის, რაც ვერ შესრულდებოდა მექანიკურად – მივლინებები, რადგან ვერ წახვალ ვერსად, ვერ გაფრინდები. ბიუჯეტი არ არის მორგებული მოქალაქეთა ინტერესებზე“ – განაცხადა გოცირიძემ.
ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა საპარლამენტო ფრაქციებში დღეს დაიწყება










