fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დადგა დრო, მოღალატეებმა პასუხი აგონ! – მამუკა არეშიძე დავით გარეჯის სკანდალზე

13:27 September 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
3.4k
ნახვა

ვინ და რატომ ჩააბარა საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები აზერბაიჯანულ მხარეს?! – კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი დელიმიტაციისა და დემარკაციის ქართული სამთავრობო კომისიის წევრთა ნაწილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწეოდა და მათმა ნაწილმა ქვეყნის გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანს მოღალატეობრივად ჩააბარა.

ექსპერტი ამ სკანდალური განცხადების მთავარ ადრესატებს არ ასახელებს და აცხადებს, რომ ყველაფერს გენერალური პროკურატურა დაადგენს.

„96 წლიდან მოყოლებული კომისიაში იყო სულ მცირე ერთი კაცი, რომელის კეთილსინდისიერებაში სულ მეპარებოდა ეჭვი. სახელსა და გვარს, არ დავასახელებ. პროკურატურის განცხადებაში დამტკიცდა, რომ ეს ასე იყო.  ასევე, მინდა ავღნიშნო, პროკურატურის განცხადებაში იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დაყენებული – არა მხოლოდ კომისიის მუშაობის დროს მოხდა ტერიტორიის განსაზღვრა, არამედ დაშვებული იყო სხვა შეცდომები, ღალატის ტოლფასი ქმედებები.

საქმე ის არის, რომ კომისიამ თავის დროზე 90-იანი წლების შუაში მუშაობა ისე დაიწყო, რომ პრაქტიკულად, შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე იყო გამქრალი, იგულისხმება 20-იანი, 30-იანი,  40-იანი წლების რუკები და სხვა წლების დოკუმენტები, რომელთა მიხედვით უნდა დაწყებულიყო მუშაობა, საქართველოს კომისია კი მუშაობდა ცარიელი ხელებით.

არა მხოლოდ კომისიის წევრები იყვნენ ამაში დამნაშავეები, არამედ ის ადამიანები რომლებიც პასუხს აგებდნენ ამ არქივების შენარჩუნებაზე. დადგა დრო, რომ ყველა მოღალატემ პასუხი აგოს იმაზე, რაც თავის დროზე ქვეყანას დაუშავეს. ეს იყო მოსყიდვა, აბა სხვა რა იქნებოდა?! ვისი მხრიდან, ამის თქმა არ შემიძლია“,- განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

თეგები: მამუკა არეშიძე

დაკავშირებული სტატიები

პირდაპირი

გიორგი გახარია არავისთან შექმნის ალიანსს – მამუკა არეშიძე

March 22, 2021
4.9k
პოლიტიკა

პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ვთვლიდი, რომ დაკავება აუცილებელი არ იყო – მამუკა არეშიძე

February 23, 2021
983
პოლიტიკა

ივანიშვილი ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ არის ჩარეული – მამუკა არეშიძე მელიას დაკავებაზე

February 23, 2021
1.3k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია