გუშინ ღამით იტალიაში თასის ფინალური მატჩი გაიმართა.
რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართულ მატჩში „ნაპოლი“ ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.
შეხვედრის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა, საფეხბურთო ლატარეაში კი საუკეთესო ნეაპოლური გუნდი აღმოჩნდა. „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა 4 თერთმეტმეტრიანი გაიტანეს, ტურინელებმა კი საპასუხოდ მხოლოდ ორი შეაგდეს.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში „იუვენტუსმა“ უკვე მეორე ფინალი წააგო. რამდენიმე თვის წინ ტურინელები იტალიის სუპერთასის მატჩში „ლაციოსთან“ 3:1 დამარცხდნენ.











