მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს მოეფინება საბოლოოდ ნათელი – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინელი ჟურნალისტების, ოლეგ დეინეკასა და ვალერი ტოვმაჩის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
კობახიძის თქმით, ქვეყნის შიგნითაც იყვნენ სხვა პიროვნებებიც, რომლებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ მათ უფრო ადრე შეიტყვეს მოყოლილთან დაკავშირებით, თუმცა არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
იგივე თუ გამოიკვეთება სააკაშვილთან მიმართებაში, ბუნებრივია, ესეც უნდა გახდეს ინტერესის საგანი. ჩვენ მიჩვეული ვართ ასეთი ადამიანებისგან ნებისმიერი ტიპის კრიმინალს, აქედან გამომდინარე, დასაშვები, რა თქმა უნდა, არის ნებისმიერი ასეთი ქმედება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს „Новости Украины“ გენერალურმა დირექტორმა ოლეგ დეინეკამ განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიაზე შესაძლო თავდასხმის ბოროტ გეგმაში მიხეილ სააკაშვილის თანამონაწილეობა დადასტურდა.
მისი თქმით, სააკაშვილმა წინასწარ იცოდა ჟურნალისტის მკვლელობის მომზადების შესახებ და ამას უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს უმალავდა.
ასევე ნახეთ:











