პარლამენტთან პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დაკავებული პირი გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრეა.
დაკავება აქციაზე მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა პოლიციის კორდონი გაარღვია და „სირცხვილიას“ აქტივისტების ბანერი დახია.
აღსნიშნავია, რომ აგილზე მოძრაობა “სირცვილია” ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებსა და სახელმწიფოს უმოქმედობას აპროტესტებს.
გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები კი პარლამენტთან მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ “ლგბტ პრაიდი და ლგბტ აქტივისტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მთავრობასთან და ტელევიზიებთან ერთად უტევენ”.











