დღეს იაკობ ბრეგვაძემ სიმართლე ილაპარაკა, მისი მიცემული ჩვენებით კმაყოფილი ვარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განუცხადა.
„ბრეგვაძემ ერთადერთხელ დღეს თქვა სიმართლე, დადებითად შევაფასებდი იმას, რაც ისაუბრა. როგორც იქნა, ალბათ, აღიდგინა ყველაფერი და შეაფასა ისე, როგორც უნდა შეეფასებინა. მან განაცხადა ის ფაქტი, რაც იყო, არ დაუნახავს ვინ, რამდენი გადმოვიდა მანქანიდან და რა განახორციელეს. ფაქტობრივად, მხოლოდ ის დაადასტურა, რომ გაიქცა, შევიდა შენობაში და იქიდან იყურებოდა. მან პირდაპირ აღიარა, რომ არავის ამოცნობა, არავისთვის ხელის დადება არ შეუძლია, ვინაიდან არ დაუნახავს, არ დაუნახავს როცა ურტყამდნენ, რა ქმედება განახორციელეს. ვფიქრობ, დღეს მან, როგორც იქნა, სიმართლე ილაპარაკა, კმაყოფილი ვარ მისი მიცემული ჩვენებით,“ – განაცხადა ფოფხაძემ.











