“თუ ვინმეს უნდა რომ მეხუთე გვარი, რომელიც პოლიტპატიმართა სიიდან დარჩა საპატიმროში, გათავისუფლებული იყოს, ჩვენ კი ნუ გველაპარაკებიან ნიშნის მოგებით, არამედ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ერთად ვიბრძოლოთ იმ ადამიანის გათავისუფლებისთვისაც”, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ვალერი მელაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
“ეს არის პრინციპული ამბავი. ეს იყო საკითხი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ფეხს არ ვუცვლიდით. თუ ვინმეს ადარდებს ის ერთი ადამიანი, ვინც დარჩა ხუთი გვარიდან, სხვებიც მოვიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება, რა თქმა უნდა, ცვლის ყველაფერს. ჩვენ ვამბობდით, პარლამენტის შევალთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნები შესრულდებაო, მთავარი მოთხოვნა იყო ეს. ეს ნდობის აღდგენისკენ დიდი და კარგი ნაბიჯია. თუმცა, არა საბოლოო. სხვა საარჩევნო საკითხებია, სადაც უამრავი მუხლია. არის ერთი -ორი მუხლი, რაზეც არ გვქონია შეთანხმება. რა თქმა უნდა, დღვანდელი გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამართალთან კავშირში არაა. ეს ქმნის კარგ ფონს მოლაპარაკების გასაგრძელებლად”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.











