პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის საქმეებში ჩარევას აღარ აპირებს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
,,ოპოზიციაზე ნაკლებს ვფიქრობ. იყო დრო, როცა ვცდილობდი მათ რაღაცებში დარწმუნებას მეც და ჩემი პარტიაც, მაგრამ ვერ დავარწმუნეთ. მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ვისაც რევოლუცია უნდა, იმას ღმერთმა ხელი არ მოუმართოს, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ნორმალური განვითარება, ღმერთმა ხელი მოუმართოს”,- განაცხადა ელისაშვილმა.











