პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აზერბაიჯანული მხარის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ეხმაურება.
ალეკო ელისაშვილი პროესში საქართველოს როლს გამოყოფს და ამბობს, რომ ასეთი როლის გამოყენება ძალიან კარგია მთელი ქვეყნისთვის
„ყოჩაღ ყველას, ვინც, ჩვენი მხრიდან, ამაში იყო ჩართული. რამდენადაც ვიცი, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იყო ჩართული და ყოჩაღ მას. ასევე, ყოჩაღ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც, ასევე, ჩართული იყო ამ საქმეში. დიახ, საქართველოს აქვს უნიკალური პოლიტიკური და რეგიონული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და ძალიან დასანანი იყო, რომ, განსაკუთრებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის დროს, სწორად ვერ ვიყენებდით ამ ბერკეტს. ამ როლის გამოყენება ძალიან კარგია მთელი ქვეყნისთვის, გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციები, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ძალიან საამაყოა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს მთავრობამ ეს მოახერხა”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.










