პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტიის ლიდერები არჩევნების გაყალბებას ფაქტებით ვერ დადასტურებენ.
“წარმოადგინონ საგამოძიებო კომისიაში ეს მტკიცებულებები, თუ აქვთ და მასშტაბი დაადასტურონ. არასოდეს გავქცევივართ პასუხისმგებლობას, მაგრამ როგორ ავიღოთ იმაზე პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლებთ და რისი მოწმეებიც არ ვყოფილვართ”,- განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, შესაბამისი მტკიცებულებები აქვს, უნდა წარმოადგინოს.
“დაადასტურონ და ჩვენც მათ გვერდზე ვიქნებით. თუ ისინი არ შემოვლენ, ჩვენ როგორ დავადასტუროთ? ვერ ავიღებთ ჩვენს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რისი დადასტურებაც არ შეგვიძლია“, – განაცხადა ელისაშვილმა.











