პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ბოლო პირადი შეხვედრის დროს, ელჩებმა „ქართული ოცნების“ კომპრომისული შემოთავაზება გააცნეს. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, ეს შემოთავაზება საკმარისი არ იყო.
„მე და ლევან იოსელიანს რა შეხვედრაც გვქონდა ელჩებთან პირისპირ, მათი გარკვეული კონტურები და მონახაზი გვაჩვენეს „ქართული ოცნების“ კომპრომისული შემოთავაზებების, რაც იყო ძალიან არასაკმარისი. ვადამდელი არჩევნები არ ეწერა. დეტალებზე არ მინდა საუბარი. უბრალოდ, იქ ელჩები იყვნენ და არა ბატონი თალაკვაძე”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არაერთ დარღვევაზე საუბრობენ.











