პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ათეული წარადგინა.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, ათეულში ძირითადად იურისტები არიან წარმოდგენილნი. მისივე, თქმით ეს პროფესია ყველაზე მეტად არის კანონშემოქმედებით საქმიანობასთან კავშირში.
პარტია „მოქალაქეების“ სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
ალექსანდრე ელისაშვილი – „მოქალაქეების“ დამფუძნებელი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი.
ლევან იოსელიანი – „მოქალაქეების“ დამფუძნებელი, იურისტი;
ქეთევან თურაზაშვილი – იურისტი;
გენრი დოლიძე – დრამატურგი, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი;
ივანე ნორაკიძე – იურისტი;
ფატმან ბარჯაძე – იურისტი, საგადასახადო სამართლის სპეციალისტი;
სულხან ნამჩევაძე – ჟურნალისტი, პროდიუსერი;
გიორგი გაბაიძე – პოეტი, გაყიდვების სპეციალისტი, მაჟორიტარობის კანდიდატი ხულოში;
ნატო კირვალიძე – გარემოსდამცველი;
გიორგი რეხვიაშვილი – იურისტი.











