ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც ამ არჩევნებზე ყველაზე ცოტა ფული დავხარჯეთ. დაახლოებით, 150 000 ლარის, ისიც ხალხის შემოწირული, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ბოლო და ახალი რეგისტრირებული პარტია ვართ, თვე-ნახევრის. დაახლოებით, 2 კვირის წინ ცესკომ დიდი ფეხათრევის შედეგად მოგვანიჭა ნომერი.
ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც ამ არჩევნებზე ყველაზე ცოტა ფული დავხარჯეთ. დაახლოებით, 150 000 ლარის, ისიც ხალხის შემოწირული. როცა დანარჩენმა პარტიებმა ათეულობით მილიონი დახარჯეს. ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი და მნიშვნელოვანია, რომ პარტია „მოქალაქეები“ წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა თანხა დავხარჯეთ ამ კამპანიის დროს.
ჩვენი პირველადი მონაცემების შემდეგ ველოდებით, რომ ჩვენი შედეგი გაუმჯობესდება. დიდი ალბათობით საბურთალოზე სადაც მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ვარ, სავარაუდოდ, იქნება მეორე ტური“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.











