რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს, რომელსაც ახალი ამბავი გერმანულმა კლინიკა Charité-მ მიაწოდა.
სწორედ აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობდა ნავალნი 22 აგვისტოდან.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.
22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
2 სექტემბერსგერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტითაა მოწამლული.











