საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლო სისტემის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
„ოპოზიციისა და არასამთავრობოების მხრიდან, სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიური შტურმი მიმდინარეობს. ეს სრულიად ნათელი და ცალსახაა. დიდი ძალისხმევა არაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ეს დაინახოს“, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
ცნობისთვის, მოსამართლეთა 9-კაციანი სია პარლამენტსა და მესამე სექტორში ამ დრომდე განხილვის თემაა.
აღნიშნულ თემაზე დღეს ბიუროს სხდომაზე ისაუბრებენ.









