გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩენი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა, უკანონოა და არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან.
“ამ განაჩენს არაფერი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან. ეს იყო ჩვეულებრივი დაკვეთა, რაც შეასრულა სახელმწიფომ. ეს არის სწორედ საოცარი, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ბრალის დასადასტურებლად.
აუცილებლად გავასაჩივრებთ. დასაბუთება არ მოგვისმენია, განაჩენში იქნება,”-აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, სასამართლო დარბაზში ჩიქოვანმა დედას მიმართა და უთხრა, რომ არაფერზე ინერვიულოს. მოსამართლის მიმართ არაკორექტული რეპლიკების გამო კი ის დარბაზიდან გაიყვანეს.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე 3 დაკავებულის მიმართ განაჩენი მოსამართლე ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.
არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ორი ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.











