ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია.
მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარისა და ამ საქმის განმხილველი მოსამართლის ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, ბრალდებულ არჩილ გაგნიძეს 16 წელი მიესაჯა, ნიკოზ რევაზიშვილს – 16 წელი, ვახტანგ ჩიქოვანს – 16 წელი.
კიდევ ორი, არასრულწლოვანი ბრალდებულების განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.
განაჩენის გამოცხადებას გიორგი შაქარაშვილის დედა და მისი მეგობრებიც დაესწრნენ.











