ამერიკა უფრო მეტად უნდა ჩაერიოს საქართველოს საკითხში. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლიმ, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი ეტაპის უშედეგოდ დასრულების შესახებ განაცხადა.
„ცუდი ამბავია. აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უფრო მეტად უნდა ჩაერიონ საქართველოს საკითხში,“ – ამბობს მაკფოლი.
ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.











