პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ამნისტიის კანონზე მხარეები ისე ჩხუბობენ, რომ რა წერია შიგნით, არ იციან.
„ამნისტიაზე ვჩხუბობთ და არ გვინახავს, რა წერია შიგნით. როდესაც ვნახავ, შეიძლება მხარი დავუჭიროთ და შეიძლება გავილაშქროთ. შევთანხმდით, რომ ამნისტიის საკითხი უნდა დაისვას, ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ რა შინაარსი ექნება – ვისზე გავრცელდება, ვისზე არა, ჯერ არ გვინახავს და ვჩხუბობთ, ჰაერს ვეჩხუბებით.
ვინც ხალხს დამიზნებით ესროდა, აწამებდა, თვალს თხრიდა შეგნებულად, მიზანმიმართულად, იმათ გათავისუფლებას, რა თქმა უნდა მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.











