დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძემ განმარტავს თუ რატომ დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოპულარული ძაღლი კუპატა.
„ზოგადად პრემიერობაზე დისკუსიასთან დაკავშირებით მე გუშინ იცით, რომ დავასახლეთ კუპატას კანდიდატურა, ხუმრობით პრემიერობის თანამდებობაზე. პირველ რიგში ეს ეხებოდა გიორგი ვაშაძის მცდელობას, რომ მთელი საარჩევნო კამპანია იმის მაგივრად, რომ წაიყვანოს საქმეზე და იმ ტკივილზე, რომელიც აქვს ხალხს წაიყვანოს ვინ გახდება პრემიერი აი ამ დებატთან მიმართებაში. ხალხნო, ხალხი ისედაც იმედგაცრუებულია პოლიტიკოსების მხრიდან. ხალხი ისედაც ფიქრობს, რომ პოლიტიკოსების უმეტესობა არაფერს არ აკეთებს და თანამდებობებს ინაწილებს. გიორგი ვაშაძის არა განცხადება არამედ კამპანია, რომ „მე უნდა ვიყო პრემიერი“ უბრალოდ აძლიერებს იმ უნდობლობის შეგრძნებას, რომელიც ხალხს აქვს პოლიტიკოსების მიმართ და ამაზე მე ვიფიქრე, რომ მსუბუქად გავიცინოთ საზოგადოებამ იმით, რომ დავასახელე ყველასთვის საყვარელი ძაღლი კუპატა პრემიერობის კანდიდატად“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობა 22 ივნისს დატოვა, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში კი საკუთარი კანდიდატურა 30 ივლისს წარადგინა.











